logo
ENG



"გადავარჩინოთ მიშა"- აქციები მსოფლიოს მასშტაბით დღეს გაიმართება

20 თებ 202308:46
3 წუთის საკითხავი
 

"გადავარჩინოთ მიშა"- აქციები მსოფლიოს მასშტაბით, რომელიც მარკ ფეიგინისა და ალექსეი არესტოვიჩის დაანონსებულია, დღეს გაიმართება.

სოლიდარობის აქციები გაიმართება შეერთებულ შტატებში, ბრიტანეთში, პოლონეთში, ნიდერლანდებში, გერმანიაში, ავსტრიაში, იტალიაშია, საბერძნეთში, ესპანეთში, მოლდოვაში, შვედეთში, ისრაელში, საფრანგეთსა და უკრაინაში.

მსოფლიოს 17 სხვადასხვა ქალაში მოქალაქეები ერთდროულად შეიკრიბებიან მოთხოვნით, გადაიყვანონ საქართველოს მესამე პრეზიდენტი საზღვარგარეთ სამკურნალოდ.

აქციების ორგანიზატორი, პუტინის რეჟიმის კრიტიკოსი, რუსი უფლებადამცველი და ბლოგერი, მარკ ფეიგინი ამბობს, რომ ის დღეს დასავლეთს მიმართავს, რომ უფრო ფართოდ გაიგონ მიხეილ სააკაშვილის შესახებ.

* * *

10 თებერვალს მიხეილ სააკაშვილმა სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელს თამარ გვარამაძეს სთხოვა, მასთან, კლინიკა ვივა მედში სამედიცინო კონსილიუმი გაგზავნოს.

სააკაშვილის თქმით, მისი მდგომარეობა გაუარესდა და მისი ჯანმრთელობის შესაფასებლად დამოუკიდებელი ექსპერტების გაგზავნა მხოლოდ ომბუდსმენის აპარატს შეუძლია. 

ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა

6 თებერვალს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე სასამართლომ უარი თქვა. მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში რჩება.

მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრები და ადვოკატები ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას ან სასჯელისგან გათავისუფლებას ითხოვდნენ და ამ შუამდგომლობით სასამართლოს მიმართეს.

საქმეზე სასამართლო პროცესები 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას ყოველდღიურად გააპროტესტებენ. საპროტესტო ცენტრი იქნება თბილისში, თუმცა აქციები გაიმართება რეგიონებშიც. 


close დახურვა